“ზუგდიდდასუფთავებამ” ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად 80 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს 2-კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას.

“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში , ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!