ზუგდიდის ტექნოპარკში USAID-ის ახალი პროგრამა წარადგინეს


  • ზუგდიდის ტექნოპარკში, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება – “Innovate ABL: ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში” გაიმართა.

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და GITA-ს და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში პირველი აქტივობის – პრე-აქსელერაციის პროგრამა წარადგინეს, რომელიც მეწარმეებს თავიანთი სტარტაპ იდეების განვითარებაში დაეხმარება.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 5 =

Akismet ანტისპამი