TikTok-ი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება


  • TikTok-ი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ამერიკაში TikTok-ის აკრძალვას ეხება, „შოკირებული“ არიან.

„კანონის უზენაესობის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას განვახორციელებთ,“- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება აპლიკაცია WeChat-ის მფლობელ Tencent-ს, კომპანიის განმარტებით, საკითხში სრულად გარკვევის მიზნით ისინი პრეზიდენტის განკარგულების განხილვას აწარმოებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს 45 დღის ვადაში ჩინურ აპლიკაციებთან – TikTok-სა და WeChat-თან – ბიზნეს კავშირების გაწყვეტას ავალდებულებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − 8 =

Akismet ანტისპამი