OVOP მოდელი – კომპლექსური მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის


  • ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს.

AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე.

შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას ფასილიტაციითა და რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

შეხვედრებზე OVOP მიდგომის ჭრილში, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავებისა და ტექნოლოგიური პროცესის პერსპექტივები და შესაძლებლობები იხილება.

პროექტს ახორციელებს “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში”

დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში- SDC.

თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!