კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა


  • BBC-ის ინფორმაციით, კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჰაერის ტემპერატურამ 46.6 გრადუს ცელსიუსი შეადგინა, რითაც 84 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტემპერატურა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ექსპერტები ტემპერატურის ასეთ მკვეთრ მატებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 3 =

Akismet ანტისპამი