ქართველი ფერმერების წარმატების საიდუმლო “კარტლისია”


  • კომპანია “კარტლისი“, ქართულე ბაზარზე, 25 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალებისა და სარწყავი სისტემების ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია ფერმერებს  ეხმარება მაღალი ხარისხის ხვავიანი მოსავლის მიღებაში. ამ საქმიანობას ის დღემდე წარმატებით ასრულებს. სწორედ ასეთი დაუღალავი და მიზანმიმართული შრომით დაიმკვიდრა მან წარმატებული კომპანიის სახელი და დიდი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა ფერმერების წინაშე.

კომპანია “კარტლისი“ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. ისინი გამოირჩევიან საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით და ნებისმიერ დროს მზად არიან თანადგომა გაუწიონ ფერმერს.

“კარტლისის“ საქმიანობაზე, მის ფერმერებზე და სამომავლო გეგმებზე “ზუგდიდელებს“  ესაუბრება კომპანია “კარტლისის“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი, ბატონი რევაზ შონია.

რევაზ შონია: “-ჩვენი კომპანია საქართველოს მასშტაბით 25 წელი არსებობს. ეწევა შხამ ქიმიკატების და სასუქების დისტრიბუციას. ბევრმა კომპანიამ ვერ გაუძლო კონკურენციას, დროის გამოწვევებს და დაიხურა. ჩვენ კი, წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი მიმარულება არის სოფლის მეურნეობის ყველა კულტურა, მაგრამ პრიორიტეტულია მოცვი და თხილი, როგორც დასავლეთ საქართველოს ძირითადი კულტურები.  

ჩვენი კონსულტაციების შედეგად, მსხვილი ფერმერების დიდმა ნაწილმა თავიანთი თხილის მოსავალი იტალიურ კომპანია “აგროჯორჯიაში“ ჩააბარეს  9. 60 თეთრად, როცა ქართულ  ბაზარზე თხილის მაქსიმალური ფასი 6 ლარი იყო. ჩვენი ფერმერები ითვალისწინებენ ჩვენს რჩევა-დარიგებას და შედეგიც კარგი აქვთ.

რევაზ შონია: “ჩვენთან ფუნქციონირებს  „კარტლისის აკადემია“, სადაც უფასოდ ტარდება ტრენინგები იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ“.

“კარტლისში“, სამეგრელოს რეგიონის მოცვის მიმართულებით მომუშავე ფერმერების 70 %-მდე არის გაწევრიანებული, თხილის სექტორში დასაქმებული ფერმერების უმრავლესობაც  ჩვენთან თანამშრომლობს, სწორედ ჩვენი  რჩევით  აწარმოებენ  ისინი წამლობას და მოვლით სამუშაოებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფერმერებს, ჩვენთან, განვადებითაც შეუძლიათ სარგებლობა ექვს თვიანი საშეღავათო პერიოდით.

სხვათაშორის, ჩვენთან ფუნქციონირებს  „კარტლისის აკადემია“, სადაც უფასოდ ტარდება ტრენინგები იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ტრენინგებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები  ატარებენ და გასცემენ  შესაბამის სერთიფიკატს.  საკმაოდ პროდუქტიული იყო ფერმერებისთვის 16 მარტს, ანაკლიაში, კომპანია „კარტლისის“ მიერ გამართული “საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ფორუმი“, სადაც მოწვეული იყვნენ რეგიონის ფერმერები. მათ აქ მიიღეს შესაბამისი გამოცდილება. მომავალშიც “კარტლისი” ბევრ საინტერესო ტრენინგს გეგმავს მისი ფერმერებისთვის.

რევაზ შონია: “ტრენინგებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები  ატარებენ და გასცემენ  შესაბამის სერთიფიკატს“. 

 კომპანიის დაფინანსებით ჩვენ კომპანიიდან სამი წარმატებული ფერმერი 2 აპრილს  მიემგზავრება საზღვარგარეთ, კერძოდ ესპანეთში, მოცვის მოვლა მოყვანის ტექნოლოგიების გასაცნობად. ზუგდიდიდან გიორგი ზაქარაია, გურიიდან გიორგი თევზაძე და ბესიკ წიქარიძე. იმედია, იქიდან ისინი კმაყოფილი დაბრუნდებიან და ადგილობრივ კოლეგებს გაუზიარებენ ესპანელების გამოცდილებას.   

მისამართი: მარჯვენა სანაპიროს ქ.14

“კარტლისის” მოღვაწეობა დღემდე წარმატებულია, ეჭვი არ მეპარება ჩვენი ჯგუფის საქმიანობა ქართველი ფერმერებისთვის კვლავაც წარმატებული და სასარგებლო იქნება.

საუბარი ჩაიწერა ანა ჭანტურიამ

R


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!