ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლთა ნაწილმა ბრიფინგი გამართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად, ისაუბრა, რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაზე, კომისიის ოქმის გაყალბებაზე… „ადგილი გვაქვს ნეპოტიზმთან, მიკერძოებასთან. გამგეობაში, ჩვენს თანამდებობეზე დაინიშნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „ქარული ოცნების’’ მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ 2012 წელს ქვებს ესროდნენ. “ამ ადამიანებმა უნდა გაიარონ კონკურსის სამივე ეტაპი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ პრესკონფერენციით არ შემოვიფარგლებით. ვიცით, რომ უკანონოდ გაგვათავისუფლეს. ეს იყო ლევან შონიას, ლაშა გოგიას, ედიშერ თოლორაიას გადაწყვეტილება. გუბერნიაში დაიწერა 27 კაციანი სია. სიიის პირველი ნომერი მე ვიყავი. გამგეობისთვის ჩვენ იმიტომ ვიყავით მიუღებლები, რომ არჩევნებში არ ვერეოდით, არ ვეხმარებოდით.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ozarnXL4b6E[/embedyt]
საკონკურსო-საატესტაციო ეტაპებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია განმარტავს: ’’საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, საჯარო თანამდებობაზე დამსაქმებულს ატესტაციის შეზღუდვა მოეხსნა. თვითონ უწყება განსაზღვრავს რა ეტაპს ჩაატარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ მიზაშეწონილად, ჩაგვეტარებინა, მხოლოდ და მხოლოდ, `გასაუბრება”. აქ მეორე ნიუანსიც არის-ერთი აპლიკანტის ტესტირების მომსახურების საფასური დაახლოებით ათიდან ცამეტ ლარამდე ჯდება და ჩვენ გარკვეულწილად საბიუჯეტო ხარჯებს ავარიდეთ თავი”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=M8KLIaY4_cQ[/embedyt]