მონადირეებს სანადირო ტერიტორიებს გამოუყოფენ


დღეს, გუბერნიასთან, მონადირეები. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს შეხვდნენ. შეხვედრამ რამდენიმე საათს გასტანა. მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის თავმჯდომარემ გურამ თირქიამ აღნიშნა, რომ  ისინი საპროტესტო აქციებს წყვეტენ, ვინაიდან მათ შესთავაზეს სანადიროდ ახალი ტერიტორია.

„გვითხრეს ეს არისო ეროვნული პარკის ტერიტორია, ბუფერული ზონა  და არ შეეიძლებაო ნადირობა. სანადიროდ შემოგვთავაზეს ახალი ტერიტორია.  მონადირეთა კლუბი შევიკრიბებით  და გავაშენებთ. ეს იქნება ჩვენი სანადირო მეურნეობა.  ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, შევიკრიბრებით,  მალე გვაჩვენებენ ჩვენთვის გამოყოფილ ტერიტორიას’’- განუცხადა ჟურნალისატებს თირქიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=14d5CKEhkSY[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!