დევნილები თბილისში გააგრძელებენ აქციას


შიმშილობის მერვე დღეს, რაიონულ საავადმყოფოში განსახლებულმა დევნილებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დევნილები აცხადებენ, რომ  დღესვე აპირებენ თბილისში ჩასვლას და ევროკავშირის ოფისთან აქციის გაგრძელებას.

 „ჩვენ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას,  საერთაშორისო ორგანიზაციებს, საპატრიარქოს, სოლიდარობა გამოგვიცხადონ’.’- ამბობს მოშიმშილე ტატო ქობალია. დევნილები ასევე ითხოვენ სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას სიმამრის და ცოლის ძმის ქულების გადამოწმებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wwzJiMsQ04E[/embedyt]

აჭარისა და სამეგრელო ზემო -სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩლაჩავამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის ცნობილია. მისი თქმით, დევნილები სამმართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და მათ განემარტათ, რომ კონკურსის წესით მოხდებოდა მათი დაკმაყოფილება. „რაც შეეხება ჩემი სიმამრის ქულას, ეს არის 2014 წელს მიღებული, მაშინ მე საერთოდ ამ სისტემასთან კავშირი არ მქონდა. ამას კომისია გადაამოწმებს თუ ეკუთვნის 13 ქულა. ამ ეტაპზე აპლიკანტია ჩემი მეუღლის ძმა, რომელსაც აქვს ცხრა ნახევარი ქულა.’’ ამბობს ჩილაჩავა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rbn1pL-lIT0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!