დღეს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” წევრები “ტექნოპარკი ზუგდიდის” სტუმრები იყვნენ. საინფორმაციო ტურის ს შემდეგ, ისინი იმ საოცარ გარემოში მოხვდნენ, რასაც “ფაბლაბი ზუგდიდი” ჰქვია.“სარკმელელების” მოწონება დაიმსახურა “რობოტების სივრცემ”, ლაზერულმა მჭრელმა, 3D პრინტერმა, საკერავმა მანქანამ, რომელიც მთელი სიზუსტით ასრულებს დავალებებს. კომპიუტერი MAC თითოეული ნორჩი ჟურნალისტის ოცნება გახდა, მაგრამ “3D კალამმა” ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და “სარკმელელთა” ფანტაზია თითქმის დაუმორჩილებელი გახდა. “სარკმელელებმა” ტექნოპარკის პერსონალისგან დაუვიწყარი საჩუქარიც მიიღეს- ლაზერული მჭრელით გამოყვანილი ლოგო “ახალი სარკმელი”, რომელსაც ორიგინალურად დატანებული აქვს წარწერა, რომ დამზადებულია “ტექნოპარკი ზუგდიდში”. შეხვედრის დასასრულს, “სარკმელელებმა” მომავალ ურთიერთობებზე კონსულტაციები აიღეს “ტექნოპარკი ზუგდიდის” მენეჯერისგან კესარია წულაიასგან და დაემშვიდობენ განწყობით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებიან ახალი იდეებით მათთვის საინტერესო სივრცეში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aQrAZ00_Zxw[/embedyt]
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rlGN-coPxqc[/embedyt]