მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში “რა? სად? როდის?” დაიწყო


დღეს, 15 ოქტომბერს, 11.00 საათზე,   მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაიწყო ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ახალი სეზონის პირველი ტური. წინა წლების თამაშებისგან განსხვავებით, წელს ამ ღონისძიებაში, მონაწილეობას იღებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ინტელექტუალური გუნდები, ამიტომ, ამ წუთებში, სასახლეში, რომელიც არასდროს უჩივის სტუმართა სინაკლებეს, უჩვეულო ხალხმრავლობაა
აქ არიან სვანეთიდან, სენაკიდან ხობიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემებიდან ჩამოსული მოსწავლეები. ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელია ჯენეტ ქვარცხავა, “ზუგდიდელებთან” საუბარში ამბობს, რომ კლუბს აუხდა დიდი ხნის ნატვრა და მას დღეს  შესაძლებლობა აქვს აქ, საკუთარ სახლში, სასახლეში უმასპინძლოს რეგიონის ახალგაზრდებს, 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!