რას ფიქრობენ ისინი არჩევნებზე?


ისინი 2016 წლის არჩევნებს აკვირდებოდნენ ზუგდიდში. მათი შეფასებები ალბათ ყველასთვის საინტერესოა, რადგან არჩევნების დანიშვნის დღიდან მიადევნებენ განვითარებულ პროცესებს თვალ-ყურს.  არჩევნებს არჩევნები მოსდევს საქართველოში და მათი შენიშვნები ალბათ გასათვალისწინებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საუნჯის” გამგეობის თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, არჩევნები ზუგდიდში  მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მაგრამ ხმის დათვლის დროს, სოფლების რამდენიმე უბანზე დაიძაბა ვითარება. ის ამბობს, რომ ჯიხაშკარში და კოლხიდაში მომხდარი ინციდენტების დროული გამოძიებაა საჭირო. ფასანძეს ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია, რომ კომისიის წევრები და თავმჯდომარეები არიან ნაკლებად კვალიფიციური კადრები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OT89LEmtcnc[/embedyt]

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამნეტის სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა ლევან პაპავამ აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცედურები წარიმართა არსებითი დარღვევების გარეშე. “იყო პროცედურული დარღვევევბი, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდნენ არჩევნების ლეგიტიმურობაზე და კანონიერებაზე.” პაპავა ამბობს, რომ ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევევბი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JlukLBYah6w[/embedyt]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, ახალგაზრდა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა დარღვევების სახით შეტანილ იქნა 22 საჩივარი. ის ამბობს, რომ მათი საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა, უმრავლესობა დააკმაყოფილა და დამრღვევ პირებს დააკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=f1dclOJ83Go[/embedyt]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ზუგდიდის კოორდინატორი დათა აქუბარდია დარღვევებზე განმარტავს. მისი ინფორმაციით, მე- 14 და 27-ე საარჩევნო უბანზე იყო დარღვევები, მაგრამ შენიშვნის მიცემის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საჩივარი აქვთ შეტანილი, აქედან სამი დაკმაყოფლდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lOS1BMeBwJQ[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!