ზუგდიდში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა.

ინფორმაციისთვის: ყოველი წლის 28 ივლისს, ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ძირითადი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირებაა სხვადასხვა ფორმის ჰეპატიტის საშიშროების შესახებ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა.

პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 + 14 =

Akismet ანტისპამი