ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს


  • ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ შენჯენის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქათმის ფრთების ნიმუშების კოორნავირუსზე ანალიზი გეგმური შემოწმებისას ჩაატარა. ამგვარი შემოწმება ჩინეთში იმპორტირებული ხორცისა და ზღვის პროდუქტებს სისტემატურად უტარდება მას შემდეგ, რაც ივნისში პეკინში, საკვები პროდუქტების საბითუმო ბაზარში ეპიდემიის ახალი აფეთქება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთში კორონავირუსის ნიმუშები აღმოაჩინეს ეკვადორიდან იმპორტირებული გაყინული კრევეტების შეფუთვაზე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთმა პორტებში სკრინინგი გააქტიურა. ქალაქ შენჯენის ხელისუფლებამ გამოიკვლია ყველა, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქათმის ფრთების იმ პარტიასთან, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს. კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!