„დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ – ზუგდიდში თანასწორობის კუთხე გაიხსნა


  • დღეს, 19 თებერვალს, ზუგდიდში, სოციალურ სივრცე “მეგობარში“ თანასწორობის კუთხე „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ გაიხსნა. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში დაფუძნდა.

ზუგდიდში “თანასწორობის კუთხე” გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის ანალიტიკოსმა ნანა ავალიანმა და გამომცემლობა “ინტელექტის” მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ.

ღონისძიებაზე, მწერალმა ნესტან ნენე კვინიკაძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების გაძლიერებაზე და მათ უფლებებზე.

დისკუსიის მოდერატორები გახლდათ “ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა და სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!