- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 უკანონო სახერხი საამქრო სამეგრელოში გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 9 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.