- თუ მეტეორიზმსა და მუცლის შებერილობას ერთხელ მაინც არ შეუწუხებიხარ უადგილო დროს, უადგილო ადგილას და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაუგდიხარ, სრულყოფილად ვერ გაიაზრებ დისკომფორტს, რომლის გამოწვევაც მას შეუძლია.
ხმაურიანი მუცელი, დაჭიმულობა მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, ბოყინის გახშირება, აირების უნებლიე გამოყოფა — ეს იმ არასასურველი სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც მეტეორიზმს ახლავს თან და რომელთაც ჩვენი ყოველდღიური შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლიათ.
საბედნიეროდ, არ მოგიწევთ ეს ჩივილები სამუდამოდ ითმინოთ — თანამედროვე მედიცინა გთავაზობთ საშუალებებს, რომლებიც მეტეორიზმსა და მუცლის შებერილობას წარმატებით ებრძვიან. ერთ-ერთი ასეთი ეფექტიანი საშუალება ესპუმიზანია.
ესპუმიზანი — მრავალფეროვანი პრეპარატი ყველასთვის
მუცლის შებერილობის წამლის ესპუმიზანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი მიღების ფორმის მრავალფეროვნებაა — მას ვხვდებით კაფსულების, ფხვნილისა და წვეთების სახით და ამის დამსახურებით, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება მიიღოს. გიჭირს კაფსულის გადაყლაპვა? მიიღე ესპუმიზანი ფხვნილის სახით. ვერ იტან ფხვნილს? მიიღე ესპუმიზანის წვეთები.
მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონის ნეიტრალობისა და უსაფრთხოების დამსახურებით, ესპუმიზანის წვეთების (ესპუმიზანი L, ესპუმიზანი ბეიბი) გამოყენება ნებისმიერი ასაკის პაციენტებშია შესაძლებელი — ახალშობილობიდან ღრმა სიბერემდე — მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ან ოპერაციის შემდეგ. ჩვილების შემთხვევაში წვეთების გამოყენების მოსახერხებლობა მთავარი უპირატესობაა. რა თქმა უნდა, დოზირება განსხვავებულია ასაკის, დიაგნოზისა და პრეპარატის ფორმის მიხედვით.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვნებამ არ გაგათამამოთ — ერიდეთ თვითმკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ესპუმიზანით მკურნალობას დაიწყებთ.
ესპუმიზანის გვერდითი ეფექტები
სიმეთიკონის შემცველი პრეპარატების მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომელთა შორისაც შესაძლოა, იყოს ურტიკარიული გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები, თუმცა ამ გამოვლინებების სიხშირე უცნობია.
სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ესპუმიზანის მიღებას დამატებითი დისკომფორტის რისკი, ფაქტობრივად, არ ახლავს.
ესპუმიზანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. სიმეთიკონი, დიდი რაოდენობითაც კი, სიმპტომების გარეშე გადაიტანება. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფიზიკური გზით, ხოლო ქიმიური და ბიოლოგიური მიმართებით ის არააქტიურია, ამიტომ მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების თანმხლები უარყოფითი მოვლენები გამოვლენილი არ არის, თუმცა, უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში კონსულტაცია მაინც ექიმთან გაიაროთ.
ესპუმიზანის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ესპუმიზანი ექსტრასა და ესპუმიზანი L-ის შემთხვევაში, მათი მიღების შეზღუდვები არ არსებობს. რაც შეეხება ესპუმიზან ბეიბის, ორსულობის პერიოდში მოცემული პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თქვენ წარმოიდგინეთ, ესპუმიზანს უარყოფითი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროსაც.
მიუხედავად ამ საკმაოდ პოზიტიური აღწერისა, ძალიან ნუ გათამამდებით — ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახუმარო საკითხი არ არის, ამიტომ ისეთი ნაკლები რისკის შემცველი პრეპარატის შემთხვევაშიც კი, როგორიც ესპუმიზანია, მკურნალობის დაწყება ექიმის გადაწყვეტილება უნდა იყოს.
ესპუმიზანი უნდა მიიღოთ იმიტომ, რომ უსაფრთხო, ეფექტიანი და მრავალფეროვანია. მეტეორიზმითა და შებერილობით გამოწვეული დისკომფორტი თქვენს ყოველდღიურობას არ უნდა აზიანებდეს სამყაროში, სადაც ესპუმიზანი არსებობს. როცა ამ პრობლემათაგან რომელიმე შემოგიტევთ, გაიხსენეთ: “ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ!”