წითლიძე ბრალს სდებს, ხელისუფლება პასუხობს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ და „სამეგრელოს განვითარების ცენტრის“ ახლგაზრდებმა პროტესტის ნიშნად,  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ნაგვის ყუთებზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას და საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაის ფოტოები მიაკრეს წარწერით: „ნუ გძინავთ! მიხედეთ ქალაქს!“ დეპუტატის თქმით, დასუფთავების სამსახური არ მუშაობს სათანადო დონეზე,   ხეები გაუწმინდავია ეკალ-ბარდგებისაგან, ბზები გამხმარი და  განადგურებულია, რადგან არ მოხდა მათი დროულად შეწამვლა. დეპუტატმა, ასევე, ისაუბრა ბოტანიკურ ბაღში მომრავლებულ მსხვილფეხა პირუტყვზე, ის ზედამხედველობის სამსახურს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ggO8gHDLLCo[/embedyt]

წითლიძეს  უპასუხა იქვე მყოფმა, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბადრი მაქაცარიამ, მისი თქმით, ბოტანიკური ბაღი ყოველდღიურად სუფთავდება და პირუტყვის გამოჩენისთანავე, შესაბამის უწყებებს მიმართავენ და იქვე გააკეთა განცხადება, სადაც მაქაცარია მიმართავს მოქალაქეებს, ბოტანიკურ ბაღს მოარიდონ საქონელი.

წითლიძის ბრალდებებს უპასუხა ვიცე მერმა გია გულორდავამ. მან აღნიშნა, რომ ბოტანიკურ ბაღში პირუტყვის არსებობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ეს მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხია. გულორდავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე „ჩვენ გამოყოფილი გვქონდა 120 ათასი ლარი, მაგრამ როცა ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და  დაათვალიერა ბოტანიკური ბაღი, გამოთქვა სურვილი 150 ათასი დოლარი გამოეყო საპროექტო სამუშაოებისთვის,  რომელიც უკვე დასრულებულია. პროექტი გადაცემულია ძეგლთა დაცვის სააგენტოში, სადაც მიმდინარეობს კორექტირება და დაახლოებით თვენახევარში დაიწყება მაშტაბური აღმშენებლობითი სამუშაოები ბოტანიკურ ბაღში. გულორდავა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ექვს მილიონ ლარამდე  დაიხარჯება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6FfzkHaun7U[/embedyt]

მერაბ ქვარაია წითლიძის ბრალდებებზე მის მიმართ, შენიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი თავისი ძალების ფარგლებში ასრულებს ბოტანიკური ბაღისა და მისი გარე პერიმეტრის მოვლა-პატრონობას. იქ არის სერიოზული პრობლემები, რომელიც ერთიანი ძალებით უნდა განხორციელდეს. რომ იქ შესასრულებელი ისეთი სამუშაობი, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა იქ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ig-S165UUdY[/embedyt]

„ზუგიდიდდასუფთავების“ სამსახურის უფროსი ნუგზარ მალაშხია ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბოტანიკური ბაღი „ტყედ“ იყო გადაქცეული და არ ექცეოდა ყურადღება. პრაქტიკულად ბოლო 4 წელიწადია, ადგილობრივ ბიუჯეტს აკლდება თანხები მისი მოვლა-პატრონობა-დასუფთავებისათვის. „ჩვენს სამსახურს დავალებული აქვს დავასუფთავოთ ბაღამდე მისასვლელი გზები. იქ არის დადგმული ნაგვის ურნები, რომელიც ორჯერ იცლება, მაგრამ ბაღის მოვლას 50-მდე ადამიანი სჭირდება. არსებობს უკვე სამ მილიონიანი პროექტი, რომელიც დაიწყება სექტემბრიდან და ძალიან მალე დადიანებისგან დატოვებული ეს საინტერესო ბაღი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ზუგდიდელებისათვის და მისი სტუმრებისათვის.“ – განმარტავს ნუგზარ მალაშხია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WLzYCk2zY9A[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!