გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის სახელმწიფო სახლს შეიძენს


დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააცნეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ოთხოზორიების 8 სულიან ოჯახს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!