ზუგდიდში “ნიკორა” დააყაჩაღეს


გვიან ღამით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს, ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია, რომლებმაც დაკითხეს მაღაზიის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა ჟურნალისტებთან არ ისურვეს კომენტარის გაკეთება და პრესსამსახურში გადაამისამართეს.

თვითმხილველთა თქმით, ხმაური არ გაუგიათ და მაღაზიის დაყაჩაღება მოხდა თანხის გადაბარებისას. რაც შეეხება ზარალის ოდენობას ჯერჯერობით უცნობია. მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179 ე( ყაჩაღობის) მუხლით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!