“წიგნების თარო”


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდული საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „წიგნების თარო“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

ღონისძიება ორი დღე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდა 12 საჯარო სკოლა. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ინტელექტუალურ თამაშებში. კონკურსის გამარჯვებული გახდა ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა. ღონისძიების მონაწილეები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და  სერთიფიკატებით. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ არსამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისათვის“ და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენლობა სამეგრელოს ბიუროში. ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩუხუას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო საჯარო სკოლების აქტიურად ჩართვა მსგავს ღონისძიებებში.  [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EVigGVL4xkM[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!