“საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში”


  • ასოციაცია “დეას” პროექტის “საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში” ფარგლებში ჩატარდა, რეგიონული საჯარო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქტიურ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის სივრცის შექმნა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობის სტიმულირება.

შეხვედრა ჩატარდა დისკუსიის ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრაზე მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი გაეცათ მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებზე.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ევროპული საქართველოს, ახალის, ლელოს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდის, ხობის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და ადგილობრივი მედია.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!