- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, მცხეთის ქუჩაძე მდებარე პარკში უმელთვალყურეოდ მიტოვებული მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონე გამოავლინეს, რომელიც 148-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, შესაბამისად 100 ლარით დაჯარიმდა.
“ჩვენი სამსახურის მიერ მოსახლეობის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც აქვს ადგილი მეპატრონის მხრიდან წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ მიტოვებას. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მათ მიმართ კვლავაც განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.