საკრებულოს სხდომა მეოთხეჯერ გადაიდო


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო, მეოთხეჯერ გადაიდო.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “საზოგადოება ხედავს, მეოთხედ უკვე, საკრებულოს მორიგი სხდომა გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო. კვლავ, მორიგ ჯერზე “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენელი დეპუტატები არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ეს მიზანმიმართულად ხდება, გაუგებარია მათი ეს დამოკიდებულება. ყველამ მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც პოლიტიკურ თანანამდებობის პირების გადაყენებას შეეხებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მორიგი პოლიტიკური, თაღლითური გარიგების ნიშანი, რომლის შედეგებსაც საბოოლოდ, ყველა ვნახავთ, როგორ მიაღწევს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ამ წამოწყებულ პროცესს”,-განაცხადა ფარულავამ.

სხდომის დასასრულს, საკრებულოში ფრაქცია “ახალის” წევრებმა გამართეს ბრიფინგი. და ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ფრაქციის თოთოეული წევრი წინააღმდეგია კანონის, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს. “ახალის” წევრმა, მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ღიად და აშკარად თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!