- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
უწყების ცნობით, ტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.