ზუგდიდელი გიგა ალანია სპორტულ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია


  • ზუგდიდელი გიგა ალანია სპორტულ კარატეში თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგა ალანიამ მოუპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დღეს, შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას შეეცდებიან ევროპის მოქმედი ჩემპიონები უტა ფონიავა და იკა სულამანიძე. უტა ფონიავა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მუსტაფა ოგრაგლის, იკა სულამანიძე კი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.

ინფორმაციისთვის: სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!