ზუგდიდელი კარატისტი უტა ფონიავა მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი


  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. იუნიორებში -68 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კარატისტმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

დღეს, შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ოქრო აქვს მოპოვებული.

ინფორმაციისთვის: სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight − 1 =

Akismet ანტისპამი