- თბილისის პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის “არტფესტი”-ორგანიზებით საკავშირო თვითშემოქმედებითი კოლექტივების არტ ფესტივალი “გახდი ოსკაროსანი” ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონებში არსებულმა საუკეთესო კოლექტივებმა. მათ შორის იყვნენ: ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1 სამუსიკო სკოლის საორკესტო მიმართულების კლასიკური გიტარის ტრიო და კვარტეტი, კამერული ორკესტრი “ამადეუსი” და საგუნდო სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა აკადემიური გუნდი.
კონკურს ფესტივალში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებმა უამრავ პრიზთაგან მთავარი პრიზიც დაიმსახურეს. ისინი მიწვეულნი არიან ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე.