ანაკლია-განმუხურში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა


  • ანაკლია-განმუხურში უხვმა ნალექმა და შტორმმა დატბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ადგილზე ეცნობა.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მერიის შესაბამისი სამსახურები დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
„დილიდან მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სრულ კოორდინაციაში ვართ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და ხორციელდება ყველა ტიპის სამუშაო, როგორც საპრევენციო, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავება“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!