- დღეს, ახალგაზრდულმა სათათბირომ, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატარა „შემოდგომის ფესტივალი“.
ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობდა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. წარმოდგენილი იყო სკოლების საშემოდგომო კუთხეები.
მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები: ქუჩის კალათბურთი, ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და მკლავჭიდი. დღის ბოლოს, დაუკრავს დიჯეი Luche.