“თოფუზში” მონაწილეობა მიიღო ანიმაციის სტუდიამ


  • ბათუმში ჩატარდა ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი”, რომლის მიზანი გახლავთ ანიმაციური კინოს ინდუსტრიის პოპილარიზაცია და განვითარება საქართველოში და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რომელიც ქართველ და უცხოელ ანიმატორებს გააერთიანებს, ცოდნის, იდეებისა და გამოცდილების საშუალებას მისცემს.

სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, ფესტივალის ფუძემდებელი და ორგანიზატორია ანიმაციის განვითარების ფონდი ADF.

“ფონდის მიერ შექმნილი ანიმაციური საფუძვლებისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი სტუდიები თითქმის სრულიად საქართველოს მოიცავს, მათ შორისაა ჩვენი მუნიციპალიტეტიც. პროექტში წარმატებით მონაწილეობდა სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლასთან არსებული ანიმაციის სტუდია. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლებელში ჩატარდა VR დღეები, ვორქშოფები, მასტერკლასები, სადაც ჩვენი სტუდიის აღსაზრდელები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

18 ნოემბერს ჩვენი სტუდიის მოსწავლე, მარიამ მამარდაშვილი წარსდგა უცხოელი და ქართველი ჟიურის, ანიმაციის სფეროს წარმომადგენლების და თანატოლების წინაშე. მარიამმა წარმატებით წარადგინა მის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმის ,,კატა” პრეზენტაცია- პიჩინგი. აუდიტორიას გააცნო საავტორო ანიმაციური ფილმის შექმნისა და განვითარების ეტაპები. შეხვედრამ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ანიმაციის სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან გაიცა რეკომენდაციები და დადებითი შეფასებები.”-აღნიშნულია სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!