ზუგდიდში ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი-2023” გაიმართა


  • 1-2-3 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართა ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი-2023”.

ერთი ლექსის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: პირველი პრემია – გიორგი ხარაიშვილი, მეორე პრემია – ნინო მოდრეკილაძე, მესამე პრემია – ბექა ახალაია, ნანა აკობიძე.

“ქუჯი – 2023” _ის ფარგლებში პრემია “ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის” მიენიჭა კონკურსის ფინალისტს, უანგარო ქველმოქმედებით გამორჩეულ პოეტსა და ექიმს ჯენი ჩხეიძეს. ასევე, “ქუჯი – 2023” – ის ფარგლებში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დიპლომებითა და “ოსკარ შინდლერის აკადემიის” (რექტორი: მაქს მეირ შავიტი) მიერ სპეციალურად შექმნილი პანოებით, დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი, იუბილარი პოეტ-პროზაიკოსები.

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ავთანდილ ყურაშვილი, რაულ ჩილაჩავა და ვასილ ბესელია.

ფოტოზე: ბესიკ გვაზავა, ნანა კვაშილავა, ილია ერქვანია, დალი ჯორბენაძე და თემო ჭახნაკია.

“ლიტერატურული საფიხვნოს” მიერ დაწესებული პრიზით, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და “შაჰნამეს” თარგმნისთვის, დაჯილდოვდა პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილი.

ინფორმაციისთვის: კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” წელს მეხუთედ ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!