- 1-2-3 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართა ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი-2023”.
ერთი ლექსის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: პირველი პრემია – გიორგი ხარაიშვილი, მეორე პრემია – ნინო მოდრეკილაძე, მესამე პრემია – ბექა ახალაია, ნანა აკობიძე.
“ქუჯი – 2023” _ის ფარგლებში პრემია “ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის” მიენიჭა კონკურსის ფინალისტს, უანგარო ქველმოქმედებით გამორჩეულ პოეტსა და ექიმს ჯენი ჩხეიძეს. ასევე, “ქუჯი – 2023” – ის ფარგლებში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დიპლომებითა და “ოსკარ შინდლერის აკადემიის” (რექტორი: მაქს მეირ შავიტი) მიერ სპეციალურად შექმნილი პანოებით, დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი, იუბილარი პოეტ-პროზაიკოსები.
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ავთანდილ ყურაშვილი, რაულ ჩილაჩავა და ვასილ ბესელია.
“ლიტერატურული საფიხვნოს” მიერ დაწესებული პრიზით, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და “შაჰნამეს” თარგმნისთვის, დაჯილდოვდა პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილი.
ინფორმაციისთვის: კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” წელს მეხუთედ ჩატარდა.