საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა.

„ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!