კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა


  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თავის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ თეატრალური საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით, რომლებიც თეატრალურ სფეროში საქმიანობენ.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 10 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

1. წარდგინება;

2. კანდიდატის ავტობიოგრაფია;

3. კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. კანდიდატის უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა;

6. თეატრის განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა აიხსნას, თუ როგორ ხედავს კანდიდატი თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა.

7. 4-წლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.

8. თუ კანდიდატი მოცემული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია ან სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელსაც სურს, ახალი ვადით იქნეს დანიშნული იმავე თანამდებობაზე, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, მან, ასევე, უნდა წარმოადგინოს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება საქართველოს კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!