მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

“ასევე, „B“, „BE“, „C” და „D” კატეგორიების და „C1″ და „D1″ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ მძღოლობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარეს თეორიული გამოცდა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − six =

Akismet ანტისპამი