- დღეს, ერთი კვირის შემდეგ, შოვში ისევ ეძებენ დაკარგულებს.
ამ წუთების მონაცემებით, შოვში, მეწყრის ზონაში, ნაპოვნია 21 დაღუპულის ცხედარი, აქედან 19 არის იდენტიფიცირებული. ამ წუთებშიც, სამაშველო სამსახურები ეძებენ 12 დაკარგულს.
ზუსტად ერთი კვირა გავიდა შოვის ტრაგედიიდან, – 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა, კურორტი გაანადგურა და არაერთი ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.