მკითხველის თხოვნით – რეზი ჭეჟია – მომავალი ექიმი


  • რეზი ჭეჟია, 18 წლის… მისი შედეგები ეროვნულ გამოცდებში ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა – 54/60, გერმანული – 69/70, ქიმია 63/63. რეზიმ ეროვნული გამოცდების წინმსწრებად, ჩააბარა მარბურგის კოლეჯში მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც ისწავლის ერთი წელი, შემდეგ კი, მარბურგის სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. ერთი სიტყვით, რეზი ჭეჟია მომავალში, როგორც თვითონ აზუსტებს, სამედიცინო საზოგადოების წევრი ხდება.

როცა, მკითხველებს, ამ ტკივილიან დღეებში, ვაცნობეთ მისი მაღალი საგამოცდო შედეგის შესახებ ქიმიაში, დიდი მოწონება და ონლაინაუდიტორიის მაღალი აქტივობა დაიმსახურა. მეტიც, მივიღეთ არაერთი თხოვნა მკითხველისგან, მოგვეყოლა ამ ბიჭის და მისი მასწავლებლის შესახებ.

რეზი ჭეჟია ”ზუგდიდელებთან” საუბრობს: ზუგდიდელი ვარ, ჯი-ელ-სი სკოლის ზუგდიდის განყოფილების კურსდამთავრებული. საკუთარ თავს დავახასიათებდი როგორც შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულ ადამიანს, რომლისთვისაც მეგობრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ადვილია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და სიამოვნებით ვმუშაობ მათთან ერთად ერთ ჯგუფში, რომელსაც, როგორც ერთ მთლიანობას, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია.

ვეწევი აქტიური ცხოვრების წესს. მიყვარს ცეკვა. ვმეგობრობ წიგნებთანაც. დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში გერმანულ ენასა და მედიცინას. გასულ წელს, ერთი თვით, PAD პროგრამის საშუალებით ვიყავი გერმანიაში, რამაც გამიძლიერა სიყვარული გერმანული ენისა და ქვეყნის მიმართ, გამიძლიერა ასევე სურვილი, განათლება მივიღო გერმანიაში, რომელსაც სამშობლოს წინსვლას მოვახმარ.

მედიცინა მუდამ იყო ჩემი ინტერესის სფერო. ადამიანს და მის აგებულებას აღტაცებაში მოჰყავდა და მოჰყავს ბევრი, მათ შორის მეც. სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა, მე, სიამოვნებით შევასრულებ მას.

ერთიან ეროვნული გამოცდებში მაქსიმუმი ქულა ქიმიაში მივიღე. ჩემი მასწავლებელი ამ საგანში იყო თეა ბუავა. გარდა იმისა, რომ ქიმია საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი საგანია, თეა მასწავლებლის პროფესიონალიზმი უფრო მეტად გაყვარებს მას.

მსურს, ჩემი თაობისთვის, და არა მარტო მათთვის, კარგი და მისაბაძი მაგალითი ვიყო და მივცე მათ მოტივაცია მეტი იშრომონ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.”

ჩვენი მკითხველი რეზის, “ზუგდიდელებთან” ერთად აუცილებლად, მომავალშიც შეხვდება.

მანამდე კი, რეზი, კეთილი მგზავრომა მარბურგისკენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!