გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა


  • დღეს, ზუგდიდში, სასტუმრო “გრანდის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხებზე.

დღევანდელ შეხვედრაზე “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ჯგუფური მუშაობის შედეგები და დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმოამდგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები გააცნეს და რეგიონში შშმ პირთა დასაქმების რეალურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრა ხორციელდება პროექტის “დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში” ფარგლებში.

პროექტს “დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში” ახორციელებს “საზოგადოება ბილიკი” და სლოვაკური ორგანიზაცია TENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვიტარების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ “ზუგდიდელებთან” საუბრობს საზოგადოება “ბილიკის” ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი.

https://soundcloud.com/zugdidelebi/sets/brirlgdyzvcm?utm_source=clipboard&utm_campaign=wtshare&utm_medium=widget&utm_content=https%253A%252F%252Fsoundcloud.com%252Fzugdidelebi%252Fsets%252Fbrirlgdyzvcm


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!