შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისიძება 19 ივნისს გაიმართება


  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისიძება 19 ივნისს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სპორტული აქტივობები, ხატვის მასტერკლასი, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი.

ღონისძიებები ბოტანიკურ ბაღში 18:00 საათიდან დაიწყება, ბოტანიკურ ბაღში შესვლა კი 17:00 საათიდან უფასო იქნება.

„თავისუფალი გადაადგილების სერვისით“ სარგებლობის მსურველი შშმ პირები უნდა დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 599 80 58 35


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven + 7 =

Akismet ანტისპამი