ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ხარების სახელობის ეკლესიაში წირვა ჩაატარა მეუფე გერასიმემ. მან მრევლი დალოცა და იქვე მთავრობის საყურადღებოდ განცხადებაც გააკეთა: ,,-კარგი იქნება თუ მთავრობა ამ დღეს უქმედ გამოაცხადებს და ხალხს ეკლესიაში მისვლის საშუალება მიეცემა”,- განაცხადა მეუფემ.
სადღესასწაულო წირვაზევე, მეუფე გერასიმემ ნარაზენის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელი მამა ბესარიონ (ცინდელიანი), სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზად აკურთხა და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მისცა. დეკანოზს სოციალური ქსელით უკვე მიულოცა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ და წარმატებები უსურვა. ხარების დღესასწაული ყოველ წელს 7 აპრილს აღინიშნება და მართლმადიდებელი მრევლისთვის ეს დღე ხსნილია თევზით.
გიგა ბენია