დღეს,ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა ვიცემერის გია გულორდავას გუშინდელ განცხადებას, სადაც ვიცემერი პარლამენტის უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე ტყუილში და ცილისწამებაში ადანაშაულებს.
წითლიძის თქმით, გულორადავს სახლში ოთხი მუშა ნამდვილად მუშაობდა, მათ არ გადაუხადეს ხელფასები და ხელფასის გადახდა დააკისრეს ქვეკონტრაქტორ კომპანია „ამი – 2014″-ს. წითლიძის ინფორმაციითვე, ვიცემერი გარეულია ე.წ „ატკატის’’ 70 ათასის გამორთმევაში “ამი – 2014 “-ისთვის, რომელმაც გამოიწვია კომპანიის გაკოტრება. წითლიძე ითხოვს, პროკურატურისგან და ფინანსური პოლიციისგან მის დაკითხვას, ასევე ვიცე მერის გია გულორადავას დაკითხვასაც.

მუშა გენო ლაშხია ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ოთხი დღე მუშაობდა გულორადავას სახლში ბორდიურებზე, შემდეგ კი ქვაფენილებზე. ლაშხია ამბობს, რომ თავიდან არ იცოდნენ ვის სახლში უწევდათ მუშაობა. ლაშხია იმედს გამოთქვამს, რომ სააღდგომოთ მაინც მისცემენ კუთვნილ თანხას.

ვიცე მერი გია გულორადავა ადასტურებს, რომ მის სახლში ნამდვილად მუშაობდა ოთხი მუშა, რომლებმაც სწორად ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ს დაითხოვა. გულორადავა ამბობს, რომ მუშების კუთვნილი თანხა ბრიგადირს გადაუხადა,


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!