“ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” დაიწყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა


  • დღეს, ზუგდიდის მუნუციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” დაიწყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა, რომელშიც 30 სტუდენტი მონაწილეობს და აღნიშნული ღონისძიება 29 ივნისამდე გაგრძელდება.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, სასწავლო პრაქტიკის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მყარი ნარჩენების მართვის პრაქტიკული საკითხების შესწავლას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” სტუდენტები პრაქტიკის ფარგლებში გაეცნობიან მყარი ნარჩენების მართვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. ისინი უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ცენტრის სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში.

სტუდენტები, გიორგი ჭურღულია და თედო ბიგვავა დღეს, შეხვდნენ ცენტრის დირექტორს ნუგზარ მალაშხიას, საბუღალტრო შესყიდვების, კადრების, ტრანსპორტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნენ მათ საქმიანობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!