- დღეს, ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება „ზუგდიდი მოლში“ კამერულმა ორკესტრმა “ამადეუსი” საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით გახსნა.
წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გამოფენა-პერფომანსი ნიკო ფიროსმანი, სადაც ფიროსმანის ნახატები ახალგაზრდა მსახიობებმა გააცოცხლეს. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო თექის და კულინარიული მასტერკლასები.
დარგის სპეციალისტებთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა სალონური საუბრები “საქართველოს გზა ევროპისკენ”, გაიმართა ვიქტორინა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იყო.