ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი “ჩვენ და გარემო“ იწყება


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი სახელწოდებით “ჩვენ და გარემო“ იწყება.

პროექტის მიზანია ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობის განვითარება, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და არქეოლოგიის სფეროში ცნობიერების ამაღლება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურის მოსწავლეები და საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები.

მოსწავლეები გაეცნობიან ბოტანიკური ბაღის ისტორიას, მის მნიშვნელობას და მცენარეთა მრავალფეროვნებას.

ასევე, თეორიულთან ერთად მსმენელები პრაქტიკულ სამუშაოებშიც აქტიურად ჩაერთვებიან, მათ შორის მცენარეთა ჩარგვა, ჰერბარიუმის დამზადება, არტეფაქტების დათვალიერება და სხვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!