ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდიც შეუერთდა


  • ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდიც შეუერთდა. სკეიტპარკთან შეკრებილმა ზუგდიდის ქალთა კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ქალების მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა.

როგორც ქალთა სოლიდარობის მარშის წევრები აცხადებენ, გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება -შემოუერთდნენ მასობრივ სოლიდარობის მსვლელობაში.

“უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს. ქალების ბრძოლა გრძელდება”.-აცხადებენ ისინი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!