- ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება.
„ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას“, -აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
