მუზეუმის “მეგობართა კლუბის” ბარათები დამზადებულია


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის “მეგობართა კლუბის” ბარათები დამზადებულია.

“კლუბის წევრებს გთხოვთ, ბარათების მისაღებად მობრძანდეთ მუზეუმში, უფლისწულის სასახლის სამკითხველო დარბაზში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე”.-ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: მუზეუმის “მეგობართა კლუბის” წევრები გახდნენ მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუზეუმის შემომწირველნი, ხშირი და ერთგული სტუმრები.

მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრი ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს გარკვეული უპირატესობით, მათ შორის 1 წლიანი უფასო ვიზიტით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty + one =

Akismet ანტისპამი