მოლდოვა ავიარეისებს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აუქმებს


  • მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია ხუთი ქვეყნის დედაქალაქების – პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით ავიარეისებს აუქმებს.

Air Moldova გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს.

„გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Air Moldova ამჟამად შედეგების აღმოფხვრასა და ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!