თურქეთიდან დაბრუნებულ მაშველებს მადლობა გადაუხადეს


  • თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მაშველებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში მსახურობდნენ და მეზობელ ქვეყანაში სამაშველო სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი შეხვდნენ. 

ნინო ვიბლიანმა, დავით ვერავამ და მამუკა წოწერიამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში საქართველოს სახელით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 21 მაშველი იმყოფებოდა. საერთო ჯამში კი საქართველოდან, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!